Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

როდის აირჩევენ ახალ პაპს

როდის აირჩევენ ახალ პაპს

მსოფლიო პაპ ფრანცისკეს გამოემშვიდობა. შაბათს იგი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ვატიკანი მზადაა  რიგით 267-ე პაპი 7 მაისს აირჩიოს. წესების თანახმად, კარდინალები ვატიკანში შეიკრიბებიან სპეციალურ შეკრებაზე, რასაც “კონკლავი” მოჰყვება. ასე ეწოდება პაპის არჩევის საიდუმლო პროცესს. ვატიკანის მუზეუმმა განაცხადა, რომ სიქსტის კაპელა ვიზიტორებისთვის დაიხურება, რათა კონკლავის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს.

Okmagazine.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მატეო ბრუნიმ, წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონკლავის თარიღი განისაზღვრა კარდინალების მეხუთე გენერალურ კრებაზე, რომელიც 28 აპრილს გაიმართა.

არჩევნები უმკაცრესად დახურულ გარემოში, საიდუმლოდ ტარდება სიქსტეს კაპელაში, რომელიც მიქელანჯელოს მიერ არის მოხატული. ამჟამად კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს 252 კარდინალი, რომელთაგან 138-ს აქვს უფლება ახალი პაპის არჩევაში მონაწილეობა მიიღოს. პაპ პავლე მეექვსის მიერ შემუშავებული აპოსტოლური კონსტიტუციის მიხედვით, 80 წლის ზემოთ მყოფ ეპისკოპოსებს კონკლავში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

კარდინალები აძლევენ ხმას თავიანთ რჩეულ კანდიდატს მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებული არ დადგინდება. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. წარსულში ხმის მიცემის პროცედურა კვირებსა და თვეებსაც კი გრძელდებოდა.

არჩევნების მიმდინარეობის ერთადერთი გარეგნული ნიშანი კვამლია, რომელიც დღეში ორჯერ ჩნდება კარდინალების ხმის ბარათების დაწვის შედეგად. შავი კვამლი ნიშნავს, რომ არჩევა ვერ მოხერხდა. თეთრი კვამლი კი ტრადიციულად მიანიშნებს, რომ ახალი პაპი უკვე არჩეულია.

მას შემდეგ, რაც თეთრი კვამლი ცაზე გამოჩნდება, ახალი პაპი, როგორც წესი, ერთ საათში წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხის წინაშე გამოჩნდება. კონკლავში მონაწილე უფროსი კარდინალი წარადგენს გადაწყვეტილებას სიტყვებით: „Habemus Papam“ — რაც ლათინურად ნიშნავს „გვყავს პაპი“.

შემდეგ ის დაასახელებს ახალ პაპის მის მიერ არჩეული სახელს, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს მის ნათლობის სახელს. მაგალითად, პაპი ფრანცისკე დაიბადა როგორც ხორხე მარიო ბერგოლიო, მაგრამ მან აირჩია სხვა სახელი წმინდა ფრანცისკეს პატივსაცემად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *