Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საზაფხულო ვაუჩერების მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება

საზაფხულო ვაუჩერების მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება

ოთხშაბათს, 7 მაისს გაიხსნა პლატფორმა სოციალური ტურიზმი 2025-2026-ზე განცხადებების მისაღებად. 

პროგრამაში მონაწილეობა ყველას შეუძლია და განცხადებები ΑΦΜ-ის მიხედვით ივსება: 

ისინი, ვისი ΑΦΜ-იც 0-ზე მთავრდება განაცხადის შევსებას 7 და 8 მაისს შეძლებენ,

მოსახლეობის ნაწილი, რომელთა ΑΦΜ-იც 1-ზე სრულდება 9 და 10 მაისს, ხოლო მათთვის, ვისი ΑΦΜ-იც 2,3,4,5,6,7,8,9 ციფრებზე სრულდება 11 და 12 მაისს იქნება განაცხადის შევსება შესაძლებელი.

პროგრამა 2025 წლის 1 ივნისს დაიწყება, 300 000 ვაუჩერს შეეხება და ბიუჯეტი, რომელიც ზემოთ აღნიშნული 300 000 ვაუჩერის ღირებულებას დაფარავს 50 მილიონ ევტოს შეადგენს.

თითოეული ვაუჩერი შეიცავს მფლობელისთვის მინიჭებულ პირად ნომერს, რომლითაც მის მფლობელს შეუძლია 6 ღამე გაატაროს მის მიერ არჩეულ სასტუმროს ნომერში, რომელსაც დასაქმების საჯარო სამსახურის რეესტრის განყოფილებასთან ერთად შეარჩევს. ამ შემთხვევაში ვაუჩერის მფლობელს სიმბოლური გადასახადის გადახდა უწევს.

სრულიად უფასო იქნება 10 ღამის გატარება კუნძულებზე: ლეროს, ლეზვოს, ხიოს, კოს, სამოს და როდოს, ხოლო ევიაზე, ევრუსა და თესალიაშ კი 12 ღამის.

აღნიშნული ვაუჩერები მოქმედებს როგორც ზაფხულის თვეებზე, ასევე საშობაო პერიოდზე 15/12/2025-14/01/2026 და სააღდგომო პერიოდზე 03/04/2026-19/04/2026.

შეგახსენებთ, რომ გარდა საცხოვრებელი სასტუმრობისა ვაუჩერები ფარავენ ასევე გემის ბილეთების საფასურსაც. ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში მფლობელი მხოლოდ საფასურის 25% იხდის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროგრამა უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა მშობლებს, შშმ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ.

განცხადებები კეთდება ელექტრონული პლატფორმა gov.gr-იდან. დააჭირეთ ბმულს ან გადადით ლინკზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/parohoi-tourismou

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *