Tiktok-ზე ვრცელდება გულისამაჩუყებელი ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინა 21 წლის მედდამ კნუტის სიცოცხლე
Tiktok-ზე ვრცელდება გულისამაჩუყებელი ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინა 21 წლის მედდამ კნუტის სიცოცხლე
სოც.მედიას ვირუსულად მოედო ვიდეო, რომელიც სალონიკში, კერძოდ ნეა მაღნისიაშია გადაღებული. მაშინ როცა გასულ შაბათს მამა-შვილი ქუჩაში მიდიოდა მამამ შენიშნა, რომ კნუტი გზაზე არსებულ საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, მან დაუფიქრებლად ახადა ჭას ლუქი და განწირული კნუტი ამოიყვანა. 21 წლის გოგონამ დაინახა, რომ კნუტი უგონო მდგომარეობაში იყო და გულ-მკერდის არეში უმწეო მდგომარეობაში მყოფ კნუტს გულის მასაჟის კეთება დაუწყო. სწორედ ასე შეძლო მისი გულისცემის დაბრუნება და პატარა კნუტი გონს მოვიდა.
@thestival.gr Θεσσαλονίκη: 21χρονη νοσηλεύτρια επαναφέρει στη ζωή γατάκι που είχε πέσει σε φρεάτιο
“რამდენჯერაც არ უნდა მომხდარიყო იმდენჯერ იგივეს გავაკეთებდი. ჩვენი ვალია დავეხმაროთ ყველას, ვისაც სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ადამიანი, თუ ცხოველი.” – განაცხადა thestival-თან საუბრისას 21 წლის მედდამ.
