17 მაისს მეტროს 1 ხაზი განსხვავებული განრიგით გადაადგილდება
17 მაისს მეტროს 1 ხაზი განსხვავებული განრიგით გადაადგილდება
შაბათს, 17 მაისს მეტროს 1-ლი ხაზი შეცვლილი განრიგით გადაადგილდება. კერძოდ კი საბერძნეთის თასის ფინალური მატჩის ფარგლებში სადაც ოფი კრეტა და ოლიმპიაკოსი შეხვდებიან ერთმანეთს, მეტროს 1-ლი ხაზი “კიფისია-პირეას” 16:00 საათიდან 18:00 საათამდე მხოლოდ საფეხბურთო გუნდების მხარდამჭერებს და მატჩზე დასწრების მსურველებს გადაიყვანს გაჩერებაზე “ფალირო”, ხოლო დანარჩენი ვაგონები კი აღნიშნულ მეტროსადგურს გაუჩერებლად გაივლიან.
Facebook Comments Box
