ამინდი უარესდება: სად არის მოსალოდნელი წვიმა და ქარიშხალი
ამინდი უარესდება: სად არის მოსალოდნელი წვიმა და ქარიშხალი
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური საგანგებო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
საბერძნეთის მოსახლეობა ამინდის მნიშვნელოვან გაუარესებას ძირითადად ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში უნდა ელოდოს.
ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი: თესალია, ჩრდილოეთ ევია, ცენტრალური მაკედონია, აღმოსავლეთ მაკედონია, თრაკისა და ჩრდილოაღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.
სამოქალაქო დაცვისა და კლიმატური კრიზისის სამინისტროს გენერალური მდივანი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას და აცხადებს, რომ მობილიზებულია ყველა პასუხისმგებელი ორგანო კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეული ზიანის პრევენცირებისთვის.
Facebook Comments Box
