31 წლის ქალი კაიტსერფინგისას სასიკვდილოდ დაშავდა
31 წლის ქალი კაიტსერფინგისას სასიკვდილოდ დაშავდა
ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა 31 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეს, რომელიც კუნძულ როდოსზე დასასვენებლად იმყოფებოდა და კრემასტის სანაპიროზე კაიტსერფინგით იყო დაკავებული.
dimokratiki.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ქალი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. ივარაუდება, რომ კაიტსერფინგისას ძლიერი ქარების გამო დაფა ვერ დაიმორჩილა და წყალში ჩავარდა.
Facebook Comments Box
