Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციის მანქანაში სექსით დაკავდნენ

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციის მანქანაში სექსით დაკავდნენ

ჯამში 3 ბრალდება წაუყენეს პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომანქანაში სექსუალური კავშირი დაამყარეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციის თანამშრომლებს  ვიდეო გადაუღეს და სწორედ ასე გახდა ცნობილი პასუხისმგებელი ორგანოებისთვის აღნიშნული პროფესიული გადაცდომის შესახებ.

პოლიციის პრეს სამსახურის წარმომადგენლის, კირიაკი ლაბრიანიდუს მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი გულგრილობისა და უხამსობის გამო. პოლიციის თანამშრომლებს ასევე დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობაც.

აღნიშნული შემთხვევა კვიპროსზე, კერძოდ ლარნაკაში მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ვიდეოკადრები გადაიღო, ვიდეო სოც.მედიაში გუშინ ღამით გამოაქვეყნა. კირიაკი ლაბრინიდუსმა განაცხადა, რომ პოლიციის 2 თანამშრომლიდან მხოლოდ ერთი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *