კრეტა: 1 დღეში კუნძულზე 730-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა
კრეტა: 1 დღეში კუნძულზე 730-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულ კრეტაზე 737 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.
სანაპირო დაცვამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა იძულებით გადაადგილებული პირები აღიას საგამოფენო ცენტრში განათავსა. იგეგმება მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შემდგომში იდენტიფიცირების პროცედურების გავლა, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული პირების სრული აღრიცხვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის არიან ბავშვებიც.


Facebook Comments Box
