Latest news
საბერძნეთის ეროვნული დღესასწაული ახლოვდება - რისი სიმბოლოა საბერძნეთისთვის 28 ოქტომბერი 25 ოქტომბრიდან საბერძნეთი ზამთრის დროზე გადადის ლეროსის სანაპიროზე 5 ახალი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს 21 წლის გოგონას დაშავების საქმეში გამოძიება გაუპატიურების აბის შესაძლო გამოყენების ვარაუდს სწავლობს ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დაშავდა ამალიადა: ძმებმა გარდაცვლილი დედა სახლის ეზოში დამარხეს სალონიკი: არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას საბერძნეთის პრეზიდენტი... სალონიკი: სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე 3500 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკანონოდ დაყარეს - დაკავებ... შშმ პირთა საცხოვრებლების ადაპტაციის პროგრამის მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყება საბერძნეთი: რა კრიტერიუმებით შეირჩევიან კანდიდატები ქირის დასაბრუნებლად
ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თურქეთის მოქალაქემ ლავრიოს სანაპიროზე ქალი გააუპატიურა

თურქეთის მოქალაქემ ლავრიოს სანაპიროზე ქალი გააუპატიურა

ორშაბათს, 30 ივნისს პოლიციამ დააკავა თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ქალის გაუპატიურება ედება.

პოლიციამ სექსუალური ძალადობის შესახებ 1 კვირის წინ შეიტყო, როცა ძალადობის მსხვერპლი განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომე სანაპიროზე ყოფნის დროს აღნიშნული პირი თავს დაესხა, სცემა, გააუპატიურა და ადგილიდან მიიმალა.

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე დანაშაულის ადგილიდან უკვალოდ გაუჩინარდა პოლიციამ მაინც შეძლო მისი ვინაობის დადგენა. 

როგორ შეძლო პოლიციამ დამნაშავის კვალზე გასვლა?
ჩვენების მიცემისას ქალმა განაცხადა, რომ მოძალადე მის ტელეფონს შეეხო. სამართალდამცავმა ორგანოებმა მსხვერპლის ტელეფონი ექსპერტიზაზე გადაგზავნეს და სწორედ სმარტფონზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდებით შეძლეს მოძალადის ვინაობის დადგენა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *