ჰალკიდიკი: 16 წლის ბიჭი კატერის პროპელერით დაშავდა, რომელსაც მისი მამა მართავდა
ჰალკიდიკი: 16 წლის ბიჭი კატერის პროპელერით დაშავდა, რომელსაც მისი მამა მართავდა
სალონიკში, პაპაღეორღიუს საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს 16 წლის რუმინეთის მოქალაქე, რომელიც კატერის პროპელერით დაშავდა.
კატერი ბიჭმა მამასთან ერთად იქირავა და ღალაზია ნერა სითონიას ზღვაში ერთად გავიდნენ.
16 წლის ბიჭი ჯერ ჰალკიდიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, ხოლო შემდეგ კი სალონიკში.
სანაპირო პოლიციამ დაშავებულის მამა დააკავა სხეულზე გაუფრთხილებლობით დაზიანების მიყენებისთვის.
Facebook Comments Box
