23 წლის ავტობუსის მძღოლი სტერეოტიპებს ამსხვრევს: ყოველთვის მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა – აცხადებს გოგონა
23 წლის ავტობუსის მძღოლი სტერეოტიპებს ამსხვრევს: ყოველთვის მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა – აცხადებს გოგონა
ცვლის სიჩქარეებსა და ცრუ რწმენებს, ამსხვრევს ქალისა და საჭის ურთიერთობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს 23 წლის პარასკევი კაფკია, რომელმაც ოცნება აისრულა და პროფესიონალი მძღოლი გახდა. ამჟამად პარასკევი ავტობუსს მართავს და ოჯახის ტრადიციას აგრძელებს.
“ყოველთვის მომწონდა მანქანის მართვა და მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა. არასდროს მაშინებდა დიდი მანქანები, პირიქით გამოწვევად მიმაჩნდა. ეს ჩემი კარგად გააზრებული არჩევანი იყო , რომელიც 100%-ით გამოხატავს ჩემს პიროვნებას. ავტობუსების გარემოცვაში გავიზარდე. ბავშვობიდან ავტობუსები ჩემი მეორე სახლი იყო და სწორედ ასე დავუკავშირე ერთმანეთს ჩემი სიყვარული დიდი მანქანების მიმართ და პროფესია. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვგიჟდები იმ საქმეზე რასაც ვაკეთებ.” – აცხადებს პარასკევი კაფკია.

