სერესზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო სამსახურს საჰაერო ძალები შეუერთდნენ
სერესზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო სამსახურს საჰაერო ძალები შეუერთდნენ
დღეს გვიან შუადღეს სერესზე, ლაგადის ტყეში გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო დიდ ტერიტორიას.
ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს 48 მეხანძრე 14 სახანძრო მანქანით. სახანძრო სამსახურს მალევე შეუერთდა 2 საჰაერო წყალფრქვევი და 1 ვერტმფრენი.
მაღალი სიცხისა და ძლიერი ქარების გამო ცეცხლი უკონტროლოდ ედება ტყეს.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box
