Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დილით ტურისტი ღამით მძარცველი – ვინ არის ალბანეთის მოქალაქე, რომელიც კუნძული მიკონოსის შემზარავ მოჩვენებად იქცა

დილით ტურისტი ღამით მძარცველი – ვინ არის ალბანეთის მოქალაქე, რომელიც კუნძული მიკონოსის შემზარავ მოჩვენებად იქცა

საცურაო კოსტუმში გამოწყობილი კარგი განწყობით ჰგავდა ტურისტს ალბანეთის მოქალაქე, რომელიც დღის საათებში კუნძული მიკონოსის სანაპიროებზე ეფიცხებოდა მზეს და რესტორნებში საუზმობდა, ხოლო ღამით კი ვილებს ძარცვავდა.

44 წლის ალბანეთუს მოქალაქე აღიო სტეფანოსზე ცხოვრობდა, თუმცა გასაქურდად კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი ჰქონდა არჩეული. პოლიციელებმა მას ზედმეტსახელად “მოჩვენება” შეარქვეს მისი გასაოცარი უნარის გამო, მძარცველი წამის მეასედში უჩინარდებოდა უკვალოდ დანაშაულის ადგილიდან.

დამნაშავე საბერძნეთის ტერიტორიაზე მესამე ევროპული ქვეყნის გავლით შემოდიოდა, რათა არ მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება პასპორტის გამოყენებით. სწორედ ამიტომ არ არსებობდა არანაირი ჩანაწერი ბერძნულ სტრუქტურებში ქვეყანაში მის შესვლა-გასვლასთან დაკავშირებით.

ნაქირავები მოტოცილეტის გამოყენებით დამნაშავე მიზნად იღებდა ისეთ სასტუმროებს/ვილებს რომლებსაც გაძლიერებული დაცვა არ ჰყავდათ, ან საერთოდ არ იცავდნენ. ის ყოველთვის მარტო მუშაობდა, სახლებში ფანჯრებიდან და აივნებიდან შედიოდა და ძვირფასეულობისა და თანხების მითვისების შემდეგ უკვალოდ უჩინარდებოდა. დამნაშავეს ხელზე წინდები ეცვა, რათა არ დაეტოვებინა კვალი, ხოლო მუდამ ქუდს და დახურულ ტანსაცმელს ატარებდა, რათა არ მოხდენილიყო მისი იდენტიფიცირება ვიდეოკამერების მეშვეობით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძარცველს განსაკუთრებით ძვირადღირებული საათები იზიდავდა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა მის დასაკავებლად სპეცოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყო. ოპერაციამ თვეები გასტანა, რადგან პოლიციას უჭირდა მის კვალზე გასვლა. ხანგრძლივი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ და კამერებით არამხოლოდ გაძარცვული სახლების, არამედ გარშემო ტერიტორიების შესწავლის შედეგად პოლიციამ მოახერხა დამნაშავის ვინაობის დადგენა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *