Latest news
პაპასტავრუ: წყლის მართვის არსებული მოდელი თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება საბერძნეთში ონკოლოგიური და პედიატრიული პაციენტები შეაფასებენ საავადმყოფოების მომსახურების ხარისხს ბრალდებული თავს არ იცავდა, როცა 41 წლის ქალი მოკლა - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ათენში ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება  კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს ლამია: რა გახდა 17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ილიონში არალიცენზირებული ხორცის მწარმოებელი ქარხანა დალუქეს რას ემსახურება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა
სამშაბათი, ივლისი 28, 2026
საბერძნეთიUncategorized

პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო

პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ისრაელის მოქალაქემ, რომელიც საბერძნეთში შვებულების გასატარებლად იყო ჩამოსული.

აღია სარანდას სანაპიროზე წყალში საცურაოდ შესული ტურისტი ტალღამ წაიყო. ივარაუდება, რომ აღელვებულ ზღვას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო.

taxydromos.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძლიერი ქარების გამო ხუთშაბათს განსაკუთრებით ბობოქარი იყო ზღვა, შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშანიც სანაპიროსთან ახლოს გადმოიტანეს, თუმცა 32 წლის ტურისტმა მაინც გადაწყვიტა წყალში ღრმად შესულიყო. წყალში შესვლიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ ტურისტს მეგობარმა ძებნა დაუწყო, რადგან ახალგაზრდა თვალთახედვის არეს მოეფარა. რამდენიმე წუთში კი წყალმა ქვებზე ახალგაზრდა უგონო მდგოამრეობაში გამორიყა. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც მაშველები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ახალგაზრდისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გაწევა უკვე დაგვიანებული იყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *