Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ტრიკალა: 67 წლის კაცი 91 წლის დედაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ტრიკალა: 67 წლის კაცი 91 წლის დედაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შოკის მომგვრელი რეალობის წინაშე მოუწია დადგომა ტრიკალას მოსახლეობას მას შემდეგ, რაც 67 წლის კაცი საკუთარ დედაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მოხუცებული ქალბატონი საჭირო ანალიზების ჩასატარებლად ლარისას გენერალურ საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანეს, ბრალდებული კი დროებითი დაკავების საკანში იმყოფება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დედა-შვილი ტრიკალას ერთ-ერთ სოფელში ერთად ცხოვრობს. პოლიციის განყოფილებაში საჩივარი ძალადობის მსხვერპლის ქალიშვილმა შეიტანა, რომელიც საჩივარში აცხადებს, რომ დედამ თავად უამბო მომხდარის შესახებ.

trikalaola.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *