ილიონ: ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ ეჯახება ავტომანქანით 42 წლის კაცი 9 წლის ბავშვს და 2 მოხუცებულს
ილიონ: ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ ეჯახება ავტომანქანით 42 წლის კაცი 9 წლის ბავშვს და 2 მოხუცებულს
ბავშვთა საავადმყოფოში გადის მკურნალობას 9 წლის ბიჭუნა, ხოლო ატიკოს საავადმყოფოში 2 მოხუცებული, რომლებსაც გუშინ ღამით 42 წლის კაცი ავტომანქანით დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ორშაბათს, ღამის 21:00 საათზე დაფიქსირდა, როცა 42 წლის კაცი პრიამუს ქუჩაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალის თანახმად ვერცხლისფერი მანქანა მაღალი სიჩქარით უახლოვდება 3 ფეხით მოსიარულეს და ეჯახება მათ. შეჯახების შედეგად სამივე ჰაერში ვარდება და ნაგვის ყუთებთან ეცემა.
ვიდეოში ასევე ჩანს, რომ წამიერად ჩერდება მძღოლი, თუმცა მალევე აგდებს პირველში მანქანას და ადგილიდან უჩინარდება.
პოლიციამ უკვე დაადგინა მძღოლის ვინაობა, რომელიც დიდი ოდენობით ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დააკავა ის.
