Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა და მისმა სამმა თანამზრახველმა დანაშაული აღიარეს

ლექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა და მისმა სამმა თანამზრახველმა დანაშაული აღიარეს

43 წლის ლექტორის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა როგორც მოკლულის ყოფილი მეუღლის 35 წლის პარტნიორმა, ასევე მისმა სამმა თანამზრახველმაც. 

43 წლის კაცი პარასკევს, 4 ივლისს საღამოს მოკლეს ირინის ქუჩაზე აგია პარასკევზე. გამოძიება ვარაუდობს, რომ ლექტორი ყოფილი მეუღლის შეკვეთით მოკლეს, თუმცა 43 წლის ქალი ბრალდებას უარყოფს. აღნიშნული ვარაუდი გამომდინარეობს იქიდან, რომ წყვილს საკმაოდ რთული წარსული და განქორწინება ჰქონდათ. მათ შორის გაუგებრობა არამხოლოდ პირად ურთიერთობას და ბავშვებს ეხებოდა, არამედ ეკონომიკური ხასიათისაც იყო და მოიცავდა აშშ-ში მდებარე მათ საერთო კომპანიებს.

კაცი საბერძნეთში შვილების სანახავად იყო ჩამოსული, თუმცა მანამ მოკლეს, სანამ ბავშებს ნახავდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *