ლარისა: ავტომანქანა 13 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც გზაზე ელ.სკუტერით გადაადგილდებოდა
ლარისა: ავტომანქანა 13 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც გზაზე ელ.სკუტერით გადაადგილდებოდა
ოთხშაბათს ღამის 21:00 საათზე კარამანლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის ბიჭი დაშავდა.
onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მოხდა.
ბიჭი ელ.სკუტერით გადაადგილდებოდა გზაზე როცა ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად არასრულწლოვანი დაეცა და ასფალდტზე გასრიალდა. დაშავებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და ლარისას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
უნდა აღინიშნოს, რომ ელ.სკუტერზე 13 წლის ბიჭთან ერთად იდგა მისი მეგობარიც, რომელიც არ დაშავებულა.
Facebook Comments Box
