Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ცოლმა შეუკვეთა მისი მკვლელობა, რომ ბავშვებზე მეურვეობა არ მოეთხოვა – აცხადებს ერთ-ერთი თანამზრახველი

ცოლმა შეუკვეთა მისი მკვლელობა, რომ ბავშვებზე მეურვეობა არ მოეთხოვა – აცხადებს ერთ-ერთი თანამზრახველი

პოლონელი ლექტორის მკვლელობაში მონაწილე ბულგარეთის მოქალაქე ჩვენებაში აცხადებს, რომ მკვლელობა ლექტორის ყოფილმა მეუღლემ შეუკვეთა. მან ასევე აღიარა, რომ მონაწილეობას იღებდა მკვლელობის პროცესში მოკლულის ყოფილი მეუღლის ახალ პარტნიორთან ერთად და მკვლელობის დეტალებზეც ისაუბრა. 

“უკვე 20 წელია რაც საბერძნეთში ვცხოვრობ. ბოლო რამდენიმე წელია ნავპლიოს ერთ-ერთ სოფელში, მამაჩემთან ერთად ვცხოვრობ. ხ.დ (დამნაშავე) ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით 4-5 წლის წინ გავიცანი. ხშირად ვხვდებოდით ხოლმე როცა ნავპლიოში ჩამოდიოდა. ხ-ს ურთიერთობა აქვს ნადიასთან, რომელიც ქმარს გაშორებულია და 2 შვილი ჰყავს. ნადიას ყოფილი ქმარი პოლონელია და ბავშების საზღცარგარეთ წაყვანა უნდოდა, სწორედ ამიტომ მოხდა ყველაფერი. ბავშების მეურვეობის გამო მოხდა მკვლეობა.” – აცხადებს ერთ-ერთი თანამონაწილე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *