სინოპტიკოსები აცხადებენ რომ ღამის განმავლობაში ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 35 გრადუსი იქნება
სინოპტიკოსები აცხადებენ რომ ღამის განმავლობაში ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 35 გრადუსი იქნება
მეტეოროლოგი იანნის კალიანოსის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად ტემპერატურა თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთსა და პელოპონისოში 44 გრადუსს გადააჭარბებს, ხოლო სრულიად ქვეყნის მასშტაბით ღამის საათებში სტაბილურად 35 გრადუსი შენარჩუნებდა.
სრულიად ევროპაში გაბატონებულ სიცხის ტალღას ბოლო არ უჩანს. 18 ივლისიდან უკვე შემაწუხებელად საგრძნობი იყო ნესტით გაჟღენთილი ატმოსფერო საბერძნეთის ტერიტორიაზე, რომელიც ჟანგბადის ნაკლებობის შეგრძებასაც კი ტოვებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ორშაბათიდან, 21 ივლისიდან ბარომეტრი 40 გრადუსს გადასცდება და მაღალი ტემპერატურა არამხოლოდ დღის განმავლობაში, არამედ ღამითაც შენარჩუნდება.
სიცხის ტალღა მომავალ კვირას პიკს ოთხშაბათს, 23 ივლისს და პარასკევს 25 ივლისს მიაღწევს, როცა ტემპერატურა 42 გრადუსსაც კი გადააჭარბებს.
