Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისამართალი

ხანში შესული მძღოლებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება

ხანში შესული მძღოლებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება

ევროკავშირი 65 წელს გადაცილებული მძღოლებისთის მართვის მოწმობის განახლების წესების გამკაცრების საკითხს განიხილავს.

ავტოსაგზაო შემთხვევები საბერძნეთის გზების განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელთაგანაც არც თუ ისე ცოტა ტრაგიკულად სრულდება. ხშირად ავარიის გამომწვევი მიზეზი არის ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა, საბედისწერო შეცდომა, მაგრამ ასევე ასაკიც, რომელიც გვიზღუდავს შესაძლებლობას მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება საჭირო შემთხვევებში. ამის ნათელი მაგალითი იყო ლევიდიში მომხდარი უბედური შემთხვევაც, როცა 83 წლის მძღოლმა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მძღოლიც მძიმედ დაშავდა, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა სრულიად უმიზეზოდ, კანონმდებლობის არასწორი რეგულირების გამო.

რატომღაც ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით საბერძნეთის სახელმწიფო თვალს ხუჭავს. არ არსებობს შესაბამისი საგამოცდო სისტემა, ექიმებისგან ცნობების აღება შესაძლებელია მცირეოდენი თანხის გადახდითაც კი ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე, ასე, უბრალოდ ნაცნობობით. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს პასპორტი, რომელიც სიკვდილის მიმართულებით მოგზაურობის გარანტია, სულ რაღაც 50 ევრო ღირს.

საგზაო მოძრაობის წესების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით მძღოლები 74 წლის ზემოთ, ვალდებულნი არიან განაახლონ მათი მართვის მოწმობა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. მართვის მოწმობის გასანახლებლად კი საჭიროა გაიარონ შემოწმება ოფთალმოლოგებთან და ოჯახის ექიმებთან. თუმცა გვაძლევს კი კანონმდებელი გარანტიას რომ 79 წლის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომაროება მომდევნო 3 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება?! და თუ კი, რაზე დაყრდნობით გვაძლევს ამის გარანტიას? 2 ცნობით ექიმისგან?!

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ასაკობრივი კატეგორიისთვის არ არსებობს სხვა გამოცდა, რათა დადგინდეს მათი უნარ-ჩვევები ავტომანქანის მართვასთან დაკავშირებით, გარდა ექიმების ცნობებისა, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ ნაცნობობით ექიმთან მიუსვლელადაც კი “იშოვება”.

აუცილებელია არსებობდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის:

  • სავალდებულო და სიღრმისეული გამოკვლევები ექიმებთან 74 წელს ზემოთ და არა მოჩვენებითი.
  • გამოცდები მართვასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების დასადგენად.
  • ელექტრონული დოსიე მძღოლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშული იქნება აქვს თუ არა გულსისხლძარღვთა, მხედველობასთან თუ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • ჯარიმები ექიმებისთვის, რომლებიც შემოწმების გარეშე გასცემენ ცნობებს.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *