Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიUncategorized

პალეო ფალიროში, ედემის სანაპიროზე პატარა გოგონას ცხედარი იპოვეს

პალეო ფალიროში, ედემის სანაპიროზე პატარა გოგონას ცხედარი იპოვეს

კვირას გამთენიისას, პალეო ფალიროს სანაპიროზე 3 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილის ვინაობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არცერთ პოლიციის განყოფილებაში არ იძბნება განაცხადი გაუჩინარებულ ბავშვთან დაკავშირებითაც.

ცხედარი გამთენიის 04:00 საათზე გამვლელმა იპოვა. შეშინებულმა დაუყოვნებლივ 112-ში დარეკა დახმარების სათხოვნელად. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა გოგონასთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.

ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

ბავშვს დახურული საცურაო კოსტუმი ეცვა და არ ეკეთა სამაშველო რგოლები. სხეულს არ ეტყობა ძალადობის კვალი, თუმცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია თუ რატომ აღმოჩნდა გოგონა მარტო სანაპიროზე, რა ვითარებაში გარდაიცვალა და რატომ არ არის განყოფილებაში ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განაცხადი შესული. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *