Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთისამართალი

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები მარადმწვანე სტუდენტების გარიცხვის რეფორმის გატარებას ეწინააღმდეგებიან

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები მარადმწვანე სტუდენტების გარიცხვის რეფორმის გატარებას ეწინააღმდეგებიან

კომპიუტერული ინჟინერიის სკოლის პროფესორებისა და ფაკულტეტის წევრების მწვავე რეაქცია გამოწვეულია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა, რომელიც ფაკულტეტის წევრებისა და სტუდენტებისთვის დისციპლინურ დებულებებს ახალ განზომილებას სძენს.

უფრო კონკრეტულად კი ლექტორები ეწინააღმდეგებიან სტუდენტების, რომლებიც უნივერსიტეტებში 4 წელზე მეტია სწავლობენ, უნივერსიტეტიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ მარადმწვანე სტუდენტების გარიცხვასა და უნივერსიტეტებში უსაფრთხოების ზომების გატარების წინააღმდეგ გამართავს საპროტესტო აქციას სტუდენტთა ასოციაცია ხუთშაბათს, დილის 10:00 საათზე.

“კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 31 ივლისს არის დაგეგმილი, არის მიუღებელი, ანტისაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისთვის სამარცხვინო!“ – აცხადებს სტუდენტთა ასოციაცია და იქვე განმარტავს, რომ რეალური პრობლემა, რომლის აღმოფრხვრაც აუცილებელია არის სახელმწიფო უნივერსიტეტების არასაკმარისი დაფინანსება.

უნივერსიტეტებში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებები კი წარმოშობს „კოლექტიური ქმედების” კრიმინალიზაციის საფრთხეს, რადგან კვლევების თანახმად, უნივერსიტეტებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საჯარო სივრცეებში მომხდარი ყველა დანაშაულის 0.05%-ს შეადგენს, შესაბამისად არ არსებობს უსაფრთხოების ზომების გატარების საჭიროებაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *