Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

31 ივლისს სინდაგმა დილის 10:00 საათიდან გადაიკეტება

31 ივლისს სინდაგმა დილის 10:00 საათიდან გადაიკეტება

მარადმწვანე სტუდენტების გარიცხვასა და უნივერსიტეტებში უსაფრთხოების ზომების გატარების წინააღმდეგ გამართავს საპროტესტო აქციას სტუდენტთა ასოციაცია ხუთშაბათს, დილის 10:00 საათზე.

“კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 31 ივლისს არის დაგეგმილი, არის მიუღებელი, ანტისაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისთვის სამარცხვინო!“ – აცხადებს სტუდენტთა ასოციაცია და იქვე განმარტავს, რომ რეალური პრობლემა, რომლის აღმოფრხვრაც აუცილებელია არის სახელმწიფო უნივერსიტეტების არასაკმარისი დაფინანსება.

უნივერსიტეტებში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებები კი წარმოშობს „კოლექტიური ქმედების” კრიმინალიზაციის საფრთხეს, რადგან კვლევების თანახმად, უნივერსიტეტებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საჯარო სივრცეებში მომხდარი ყველა დანაშაულის 0.05%-ს შეადგენს, შესაბამისად არ არსებობს უსაფრთხოების ზომების გატარების საჭიროებაც.

კომპიუტერული ინჟინერიის სკოლის პროფესორებისა და ფაკულტეტის წევრების მწვავე რეაქცია გამოწვეულია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა, რომელიც ფაკულტეტის წევრებისა და სტუდენტებისთვის დისციპლინურ დებულებებს ახალ განზომილებას სძენს.

უფრო კონკრეტულად კი ლექტორები ეწინააღმდეგებიან სტუდენტების, რომლებიც უნივერსიტეტებში 4 წელზე მეტია სწავლობენ, უნივერსიტეტიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *