ავტოსაგზაო შემთხვევამ 77 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 77 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
ორშაბათს ღამით კუნძულ სერესზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 77 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა ნეო სკოპოსის დასახლებაში, ღამის 22:00 საათზე მოხდა. სამიწათმოქმედო მანქანა, რომელსაც 29 წლის მძღოლი მართავდა 77 წლის ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი სასიკვდილოდ დაშავდა.
პოლიციამ დააკავა 29 წლის მძღოლი და მის წინააღმდეგ საქმე ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით აღძრა.
მძღოლს ჩაუტარდა ალკო ტესტიც, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
Facebook Comments Box
