პალეო ფალირო: 4 წლის გოგონას საიდუმლოებით მოცულ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
პალეო ფალირო: 4 წლის გოგონას საიდუმლოებით მოცულ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
სამართალდამცავი ორგანოების ხელში აღმოჩნდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ქალი, რომელიც 3 ბავშვთან ერთად გადაადგილდება, რომელთაგანაც 2 ქალს მიჰყვება ხოლო 1 კი ხელში უჭირავს.
საცურაო კოსტუმი, რომელიც ქალის ხელში მყოფ ბავშვს აცვია ჰგავს იმ კოსტუმს, რომელიც პალეო ფალიროს სანაპიროზე ნაპოვნ გარდაცვლილ გოგონას ეცვა. მეორე ვიდეოში კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პარკში ცარიელი ეტლი ფიქსირდება.
ვიდეომასალის საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ დაადგინონ ქალის ვინაობა, რათა გაარკვიონ თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც სანაპიროზე ბავშვებთან ერთად ჩავიდა.
აღნიშნული მტკიცებულებები კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ 4 წლის გოგონა მოკლეს.
Facebook Comments Box
