Latest news
მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა ნეა იონიაში მგზავრმა ტაქსის მძღოლი დაკბინა საბერძნეთში დასაქმებული პენსიონერების რაოდენობა 300 000 აჭარბებს McLaren-ის რბოლა ათენში - ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ათასობით მაყურებელი შეიკრიბა ათენი: ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გამართულ მარათონში 58 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისამართალი

6 კერძო უნივერსიტეტს აკრედიტაცია მიენიჭა

6 კერძო უნივერსიტეტს აკრედიტაცია მიენიჭა

მომავალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის საგანმანათლებლო სისტემას 6 კერძო უნივერსიტეტი შეუერთდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მონაცემთა მართვის სისტემის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად კერძო უნივერსიტეტებისთვის აკრედიტაციის მინიჭება უკვე 1 ათწლეულია სტუდენტებს, ლექტორებსა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის მთავარი მიზეზია. თუმცა მოქმედმა მთავრობამ მიუხედავად უამრავი საპროტესტო მსვლელობისა მაინც შეძლო გზების გამონახვა დასახული გეგმის განსახორციელებლად.

კერძო უნივერსიტეტები, რომლებმაც აკრედიტაცია მოიპოვეს შემდეგია: 

  • ნიქოზიის უნივერსიტეტი
  • York-ის უნივერსიტეტი, რომელიც სალონიკში City College-თან თანამშრომლობს
  • Keele-ს უნივერსიტეტი
  • ბრიტანული Open University, რომელიც სალონიკში Anatolia College-თან თანამშრომლობს
  • London Metropolitan University, რომელიც ათენში City Unity College-თან თანამშრომლობს
  • Derby-ის უნივერსიტეტი, რომელიც საბერძნეთის მასშტაბით Mediterranean College-თან თანამშრომლობს.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *