Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილეობას იღებს

საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილეობას იღებს

საბერძნეთის „აღიოს სავას”-ის საავადმყოფო მონაწილეობს საერთაშორისო მრავალცენტრულ კვლევაში, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება თავისა და კისრის კიბოს ადრეული გამოვლენის გასაუმჯობესებლად. კვლევაში საბერძნეთთან ერთად მონაწილეობენ სამეცნიერო ჯგუფები ესპანეთიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.

კვლევის ფარგლებში შექმნილი AI პროგრამა ენდოსკოპიური გამოსახულებების ანალიზით ექიმებს ეხმარება განსაზღვრონ, არის თუ არა აღმოჩენილი დაზიანება სიმსივნური. პროგრამა ამ ეტაპზე კვლევით ინსტრუმენტს წარმოადგენს და კლინიკურ პრაქტიკაში ჯერ არ გამოიყენება. კვლევის შედეგებზე უკვე გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალებში.

„აღიოს სავას“-ის თავისა და კისრის კიბოს ადრეული გამოვლენის სპეციალიზებულ კაბინეტში, რომელიც 2020 წლიდან ფუნქციონირებს, 1 200-ზე მეტი პაციენტი გამოიკვლიეს. შექმნილია 3 300-ზე მეტი სამედიცინო ჩანაწერი და დაგროვებულია 46 500-ზე მეტი ციფრული ენდოსკოპიური გამოსახულება.

კაბინეტში გამოიყენება NBI (Narrow Band Imaging) ტექნოლოგია, რომელიც სპეციალური სინათლის ტალღების გამოყენებით ქსოვილის ცვლილებების უკეთ ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს. ტექნოლოგია ექიმებს ეხმარება საეჭვო და კიბოსწინარე დაზიანებების უფრო ზუსტად აღმოჩენაში და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევაში.

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ NBI ტექნოლოგია ბიოფსიასა და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას არ ცვლის. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ასევე დაზიანებების დროში ციფრულად დაკვირვებისა და სხვადასხვა პერიოდში გადაღებული გამოსახულებების შედარების შესაძლებლობაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *