Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლარისა: 13 წლის გოგონა მესამე სართულიდან გადმოვარდა, დაშავებულია გოგონას მამაც

დღეს, შუადღისას, ლარისაში 13 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გაურკვეველ ვითარებაში  გადმოვარდა და  სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

გავრცელებული ინფორმაციით იგი ვარდნისას  ქვედა სართულის აივნის საფარზე დაეცა, რამაც ვარდნის სიჩქარე შეანელა და შესაბამისად ძირს შედარებით მსუბუქად დაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით დაცემისას ფატალური შედეგი გარდაუვალი იყო.

დაშავებული, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა და ღვიძლის დაზიანება აღენიშნა სასწრაფოდ გადაიყვანეს ლარისას  გენერალურ საავადმყოფოში. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საავადმყოფოში აღმოჩნდა დაშავებული გოგონას მამაც,  რომელიც შვილის დასახმარებლად კიბეზე დიდი სისწრაფით ჩარბოდა, რა დროსაც დაეცა და ფეხი დაუზიანდა.

ჯერჯერობით უცნობია დაშავებული გოგონა  შემთხვევით გადავარდა თუ ეს მორიგი  თვითმკვლელობის მცდელობა იყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *