Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბავშვო ბაღები: ვაუჩერის მისაღებად სისტემა ΑΦΜ-ებისთვის, რომლებიც 6, 7, 8, 9-ზე მთავრდება გახსნილია

საბავშვო ბაღები: ვაუჩერის მისაღებად სისტემა ΑΦΜ-ებისთვის, რომლებიც 6, 7, 8, 9-ზე მთავრდება გახსნილია

2025-2026 წლების ეროვნული ფონდის მიერ გასაცემი ვაუჩერებისთვის საბავშვო ბაღებისთვის პლატფორმა გაიხსნა ID ნომრისთვის (ΑΦΜ) რომლებიც 6, 7, 8, 9-ზე მთავრდება. რეგისტრაციას აღნიშნული ΑΦΜ-ის მფლობელები 4 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ.

ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს: „ბავშვების სკოლამდელ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ასევე სკოლის ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ პროგრამაში.

წელს გაცემულს ვაუჩერებს ექნებათ 2 წლის ვადა, რაც მშობლებს შემდეგი სასწავლო წლისთვის ხელახლა განაცხადის შეტანის პროცესისგან გაათავისუფლებს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეეძლებათ 14 აგვისტომდე, შედეგები კი გამოქვეყნდება ΕΕΤΑΑ-ს ვებ.გვერდზე პარასკევს, 22 აგვისტოს. დაინტერესებული პირები შედეგების ნახვას შეძლებენ taxisnet-ის კოდების მეშვეობით.

ვაუჩერის მისაღებად ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

  • 27 000 ევროს მშობლებისთვის, რომლებსაც 2 შვილი ჰყავთ.
  • 30 000 ევროს 3 ბავშვამდე.
  • 33 000 ევროს 4 ბავშვამდე.
  • 36 000 ოჯახებისთვის რომელსაც 5 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახს განსაზღვრულზე მეტი შემოსავალი აქვს, ბავშვებზე გაიცემა შემცირებული ოდენობის ვაუჩერი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *