Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვოლოს: პოლიცია ამ დრომდე ეძებს 40 წლის კაცს, რომელმაც 36 წლის მეუღლე, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა

ვოლოს: პოლიცია ამ დრომდე ეძებს 40 წლის კაცს, რომელმაც 36 წლის მეუღლე, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა

კრიმინალური წარსულის მქონე 40 წლის მკვლელს ამ დრომდე ეძებს პოლიცია, რომლის წინააღმდეგაც საჩივარი გუშინ ღამით შევიდა პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციაში წყვილის 18 წლის საერთო შვილმა დარეკა, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან დედა სისხლის გუბეში იწვა.

შეშინებულმა გოგონამ განაცხადა, რომ დედა მამამ დაჭრა, სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ზარის განხორციელების პროცესში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

მეზობლები აცხადებენ, რომ ჩხუბის ხმა დილიდანვე ესმოდათ.

ჰავრცელებული ინფორმაციის თანახმად 36 წლის ქალმა სახლიდან წასვლა სცადა, მაგრამ 40 წლის კაცი აედევნა და ყელის არეში მიაყენა ჭრილობები სადარბაზოში. 

წყვილი ხშირად ჩხუბობდა. დამნაშავეს აღენიშება ფსიქოლოგიური პრობლემები, რასაც ადასტურებს მისი სამედიცინო ისტორიაც. ივნისის თვეში პროკურორის განკარგულებით კაცი გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად, სადაც გაიარა მკურნალობა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების მიზეზი მკვლელობის მცდელობა იყო.

დამნაშავეს საკმაოდ მძიმე კრიმინალური ისტორია აქვს მათ შორის ნარკოტიკების ფლობა/მოხმარებისთვისაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *