Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გულისამაჩუყებელი ხელის თხოვნა ოლიმპოს მთაზე

გულისამაჩუყებელი ხელის თხოვნა ოლიმპოს მთაზე

უკიდურესად რომანტიული ხელის თხოვნის კადრები გავრცელდა ზღვის დონიდან 2 918 მეტრიდან, ოლიმპოს მთიდან, როცა ერთ-ერთმა მთამსვლელმა მის პარტნიორს მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება სთხოვა.

აღნიშნული ვიდეო ინსტაგრამზე Weddingbyastir-მა გამოაქვეყნა, რომელიც საქორწინო ცერემონიების ორგანიზატორმა გადაიღო, რომელიც ასევე მთამსვლელების გუნდის წევრია.

“როცა ხელს ზღვის დონიდან 2 918 მეტრზე სთხოვ, საბერძნეთის უმაღლეს მწვერვალზე, ოლიმპოზე. სიყვარულის ისტორია, რომელმაც მთელ მთას ექოდ შემოუარა. დიმიტრიმ ხელი ელევთერიას სთხოვა იქ, სადაც ზეცა მიწას ერწყმის.” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *