ამინდი გაუმჯობესებას 5 სექტემბრიდან დაიწყებს
ამინდი გაუმჯობესებას 5 სექტემბრიდან დაიწყებს
ადგილობრივი წვიმებია მოსალოდნელი ხვალაც, 4 სექტემბერს შუადღისა და საღამოს საათებში იპიროსზე, თესალიაში, ცენტრალურ და დასავლეთ მაკედონიაში, პელოპონისოსა და საბერძნეთის მთიან ნაწილში.
დაუბერავენ 4-6 ბოფორი სიმძლავრის ჩრდილოეთის ქარები, ხოლო ტემპერატურა იონიის ზღვის კუნძულებზე უმნიშვნელოდ იკლებს.
ათენში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დაუბერავენ 3-5 ბოფორი სიმძლავრის ქარები, ხოლო ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს.
პარასკევს, 5 სექტემბრიდან, ამინდი გაუმჯობესებას დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქარები სრულიად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება, ტემპერატურა მოიმატებს.
Facebook Comments Box
