Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

იპოკრატიოს საავადმყოფოს კარდიოქირურგი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

იპოკრატიოს საავადმყოფოს კარდიოქირურგი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ ათენის გენერალური საავადმყოფოს იპოკრატიოს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული პაციენტებისგან ითხოვდა თანხას, რომ მათთვის ოპერაციის ჩატარების შემდეგ სათანადო ყურადღება მიექცია. აღებული თანხა კი 5 000 ევროსაც კი აღწევდა.

საჩივარი უშუალოდ პოლიციის განყოფილებაში მესამე პირისგან შევიდა, რამდენადაც პრესისთვის ცნობილია ის ქირურგის პაციენტს არ ყოფილა.

საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ როგორც სამედიცინო ასევე საგანმანათლებო სფეროში მყოფი სპეციალისტებისთვის, რომლებიც სახელმწიფო საავადმყოფოებსა და სკოლებში არიან დასაქმებულები აქვთ იმდენად დაბალი ანაზღაურება, რომ იძულებულები ხდებიან მიმართონ დამატებით გზებს შემოსავლის მისაღებად. ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა შემოსავლის გასაზრდელად არის დამატებითი საათების მუშაობა, ან მეორე სამსახურის მოძიება, თუმცა ამართლებს თუ არა დაბალი ანაზღაურება ქრთამის აღებას?

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *