სოც.მედია ამერიკაში უკრაინელი გოგონას შემზარავი მკვლელობის კადრებმა მოიცვა
სოც.მედია ამერიკაში უკრაინელი გოგონას შემზარავი მკვლელობის კადრებმა მოიცვა
აგვისტოში ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში 23 წლის ირინა ზარუცკაია, რომელიც უკრაინიდან ომს გამოექცა, მეტროში მოკლეს.
გოგონა სამსახურიდან ბრუნდებოდა, როცა მის უკან მჯდომმა მამაკაცმა მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და ყელის არეში დაჭრა.
მკვლელი 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსია. როგორც მოგვიანებით გაირკვა ის მანამდე 14-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილეობისთვის. თუმცა, საპატიმროს გირავნობის გადახდის შემდეგ ტოვებდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაუნი შიზოფრენიით იტანჯებოდა.
მოკლული გოგონას ოჯახი საზოგადოებას ეხმაურება და აცხადებს: „სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმას, რაც ჩვენს გულებში ხდება. ირინა აშშ-ში ომს გაექცა და უსაფრთხოების საძიებლად ჩავიდა. ამის ნაცვლად, მას სიცოცხლე ყველაზე საშინელი გზით წაართვეს. არცერთ ოჯახს არ უნდა მოუწიოს ამის გავლა.“
