Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ევია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 33 წლის მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

ევია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 33 წლის მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

კვირას, 14 სექტემბერს დილით მომხდარმა ავარიამ 33 წლის მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

evima.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა ხალკიდა-არტაკის გზაზე მოხდა. მოტოციკლეტი, რომელსაც 33 წლის ბიჭი მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლის ალში გაეხვია.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დაშავებული ხალკიდას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა ტრაილერმა გამოიწვია, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესებით დარღვევით გადაუხვია მარცხნივ. მოტოციკლეტისტი ტრაილერის უკანა ნაწილს შეეჯახა და სწორედ ამიტომ გადავარდა გზიდან.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ამოყირავებული მოტოციკლეტი ინერციით 200 მეტრის მანძილზე გასრიალდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *