Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

სოფია მანოლაკუმ ახსნა, თუ რატომ არ ჰყავს შვილები

სოფია მანოლაკუმ ახსნა, თუ რატომ არ ჰყავს შვილები

მშობლების განქორწინებაზე და მის პირად დამოკიდებულებაზე დედობასთან დაკვშირებით ისაუბრა სოფია მანოლაკუმ და ახსნა, თუ რატომ არ აქვს სურვილი ჰყავდეს შვილები.

ცნობილმა მსახიობმა ინტერვიუ OnTime-ს მისცა: “ჩემი მშობლები მაშინ გაშორდნენ როცა 11 წლის ვიყავი. მე და ჩემი ძმა მამასთან ერთად ვცხოვრობდით 17 წლამდე. შემდეგ ათენში სასწავლებლად დავბრუნდი. ჩემი მშობლები მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს, რამაც ტრავმები არ დაგვიტოვა მე და ჩემს ძმას. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს დედასთანაც. ვერ ვიტყოდი, რომ მშობლების განქორწინებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება არ მყოლოდა შვილები. განსაკუთრებულ თავისუფლებას ვგრძნობ ბავშვების გარეშე და სწორედ ამიტომ არ მიგრძვნია არასდროს საჭიროება მყოლოდა შვილი. მიუხედავად ამისა ბავშვები ძალიან მიყვარს. მყავს ძმიშვილი, ნათლული და ძალიან მიხარია რომ არიან ჩემს ცხოვრებაში. გარდა თავისუფლების განსაკუთრებული სიყვარულისა არსებობს იმის შიშიც, ვიქნებოდი თუ არა კარგი დედა. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან როცა ამ ქვეყანას ახალ ადამიანს ავლენ ვალდებული ხდები გააკეთო ყველაფერი, რომ ბედნიერება აჩუქო.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *