საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელთა პროფკავშირების გადაწყვეტილებით 1 ოქტომბერს ავტობუსები და ტროლეიბუსები დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე იმოძრავებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები უსაფრთხო, თანამედროვე და საიმედო ტრანსპორტის შემოყვანისთვის იბრძვიან და ითხოვენ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობას და კოლექტიური სამართლის გავლენის აღდგენას პერსონალურ მოლაპარაკებებზე.
მეტროს მე-2 და მე-3 და 1-ლი ხაზები დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე იმოძრავებენ.
გაფიცვას უერთდებიან როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე საავადმყოფოების პერსონალი.
გაფიცვაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საჰაერო დისპეჩერებსაც, თუმცა ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანმა სასამართლომ საბერძნეთის საჰაერო დისპეჩერთა ასოციაციის მონაწილეობა 24 საათიან საყოველთაო გაფიცვაში უკანონოდ სცნო.
გამომდინარე აქედან 1 ოქტომბერს ჩანიშნული ფრენები ჩვეულ რეჟიმში გაიმართდება.
