Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

4 ოქტომბერს სრულიად მსოფლიოს მასშტაბით ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ცხოველთა უფლებების დაცვა, ახალი კანონების მიღება და არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაა. ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ცხოველების სტატუსის, მათი მნიშვნელობის ხაზგასმა ბუნების საციცოცხლო ციკლში. 

ამ დღის აღნიშვნა ერთი იდეის გარშემო აერთიანებს უამრავ ცხოველთა დამცველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ქმნის დიდ ძალას, ცხოველთა ყოფის, მათი უფლებების აღიარების კუთხით. ყველა ქვეყანაში მსოფლიო ცხოველთა დღეს აღნიშნავენ სხვადასხვაგვარად მიუხედავად  რასის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა. განათლებისა და საზოგადოების თვალსაწიერის გაზრდით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც თითოეული ცხოველი იქნება აღიარებული, როგორც ცოცხალი, გონიერი არსება და მათ კეთილდღეობას მიექცევა დიდი ყურადღება.

საბერძნეთში ამ დღეს კიფისიაში, კერძოდ ალსოსში სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში აღნიშნავენ, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად ასაკისა შეუძლია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *