სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა
სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა
პაპაღეორღიუს საავადმყოფოში 8 ოქტომბერს შუადღეს სხეულის დაზიანებებით მიიყვანეს 12 წლის ბიჭი, რომელსაც სირუს ქუჩაზე ავტომანქანა შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა შუადღის 14:30 საათზე მოხდა.
შეჯახების შემდეგ მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და არასრულწლოვანს საავადმყოფოში გაჰყვა.
voria.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭუნას ფეხის არეში აქვს ტრავმა მიყენებული.
Facebook Comments Box
