Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ირაკლიო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის მგზავრი მძიმედ დაშავდა

ირაკლიო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის მგზავრი მძიმედ დაშავდა

მძიმე წუთებს გადის 13 წლის ბიჭის ოჯახი, რომელიც გუშინ ირაკლიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.

Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებულს თავის არეში აღენიშება მძიმე დაზიანებები და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტისთვის მომდევნო 24 საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საავადმყოფოში გადის მკურნალობას ბიჭის დედაც, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და მეორე ავტომანქანის მძღოლი.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა გუშინ ღამის 19:00 საათზე მოხდა. ძლიერი შეჯახების შედეგად დედა-შვილი მანქანაში ჩაიკეტა.

მათი მანქანიდან გადმოსაყვანად 3 სახანძრო მანქანის ჩარევა გახდა საჭირო. დაშავებულები 8 მაშველმა ამოიყვანა დამტვრეული მანქანიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *