Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

დღეს 4 წელი შესრულდა ფოფი გენიმატას გარდაცვალებიდან. პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი კვალი დატოვა საბერძნეთის პოლიტიკურ და კულტურულ ყოფაზე, რომელიც ხალხმა შეიყვარა მისი შემართების, ცხოვრებისადმი და ადამიანებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებისათვის და გამოწვევების წინაშე მხნედ დგომისათვის. 

ფოფი ღენიმატა 2021 წლის 25 წლის ასაკში სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

“როცა დიაგნოზი დამისვეს ჩემი უმცროსი ქალიშვილი 2,5 წლის იყო, ხოლო უფროსი 11. ვიფიქრე, რომ უნდა მოვრეულიყავი ამ დაავადებას, უნდა მეცოცხლა, რომ ჩემს შვილებთან ახლოს ვყოფილიყავი. მე მინდოდა წამეყვანა უმცროსი პირველ კლასში და როცა მართლა მივიყვანე სკოლაში იმდენად ამაღელვებელი იყო ეს მომენტი, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: “დიახ, მე ეს შევძელი, აქ ვარ ახლა და შევძლებ რომ გიმნაზიაშიც მივიყვანო.” – განაცხადა მან ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს.

ყველასათვის საყვარელი პოლიტიკოსის სახელი დღემდე იწვევს ადამიანებში პატივისცემის განცდას. ფოფი ღენიმატას მიერ დატოვებული პოლიტიკური და პიროვნული პრინციპების მემკვიდრეობა გვახსენებს იმ პერიოდს, როცა პოლიტიკას სახე, წესიერება და ეთიკა ჰქონდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *