Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

წმინდა ეკატერინე სალონიკში – უფლის სახელით მითვისებული 68 000 ევროსთვის დააკავეს

წმინდა ეკატერინე სალონიკში – უფლის სახელით მითვისებული 68 000 ევროსთვის დააკავეს

ამ დრომდე სრულიად საბერძეთისთვის ცნობილი იყო წმინდა ათანასია ეღალეოდან, რომელსაც ხშირად ევლინებოდა ხილვებში ღვთისმშობელი მარიამი და მკერდზე წერილობით შეტყობინებებსაც უტოვებდა..

სულ ცოტახნისწინ კი სალონიკში გამოჩნდა “წმინდა/დედა ეკატერინე”, რომელმაც შექმნა უფლის სალარო, რომელშიც ღრმად მორწმუნეები რიცხავდნენ თანხას, ხანდახან ათობით ათას ევროსაც, ხოლო თუ უარს იტყოდნენ მათ ემუქრებოდათ უბედურება ცხოვრებაში, რაც თავისთავად მოიაზრებდა ცუდად გახდომას, ან სიკვდილს.

2005 წლის ზაფხულში ტკბილეულობის მაღაზიის მფლობელი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი ძმის გარდაცვლების გამო. სწორედ ამიტომ სულიერი მხარდაჭერისთვის “წმინდა ეკატერინეს” მიმართა, რომლის შესახებაც არაერთხელ ჰქონდა გაგონილი. როდესაც სასოწარკვეთილი ქალი “წმინდანის” სახლს ესტუმრა, “წმინდა ეკატერინემ” ის დაუყოვნებლივ ოთახში შეიყვანა, სადაც აჩვენა ყუთი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გამოსახული და უთხრა, რომ ის კონკრეტულად ამ მას მოევლინა, რათა დალოცოს.

მაღაზიის მფლობელი “წმინდანის” სახლის ხშირი სტუმარი გახდა, რომლისგანაც იღებდა რჩევებს, თუ როგორ წარემართა მისი ცხოვრება ისე, რომ ჰქონოდა უკეთესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მომავალი. ხოლო თუ ოდესმე გადაწყვეტდა იმ გზისთვის გადაეხვია, რომელსაც “წმინდანი” უჩვენებდა, აუცილებლად ეწვეოდა უბედურება. 

“წმინდა ეკატერინეს” მომსახურება კვირაში 50 ევრო ღირდა, ხოლო დამატებით 50 ევროს იღებდა წმინდა წერილებისთვის. ამ თაღლითური გზით “უფლის სალაროში” აღნიშნულმა პირმა 68 600 ევრო შეაგროვა. თაღლითი მის “მოსწავლეებს” და “სულიერ შვილებს” მუქარის შემცველ წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდა და ითხოვდა უფლის სახელით სხვადასხვა საკვებ, სახლის მოსაწყობ ნივთებსა და ფულად დახმარებას. 

სასამართლომ “წმინდა ეკატერინე” დამნაშავედ სცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულთათვის კი 1 000 ევროს ოდენობით თანხის დაბრუნება მორალური ზიანისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *