Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ აღნიშნავენ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 52-ე წლისთავს უნივერსიტეტები და სკოლები

როგორ აღნიშნავენ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 52-ე წლისთავს უნივერსიტეტები და სკოლები

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 52-ე წლისთავს განსაკუთრებულად აღნიშნავენ როგორც სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე სრულიად საბერძნეთის მოსახლეობა 2025 წლის 17 ნოემბერს, ორშაბათს. ამ დღეს სრულიად ქვეყნის მასშტაბით გაიმართება 1973 წლის ისტორიული აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებები.

განათლების სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა სადღესასწაულო ოფიციალური პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში ეს დღე  დღესასწაულად ითვლება, მოსწავლეთა დასწრება სავალდებულოა. შესაბამისად მოსწავლეები სკოლაში ორშაბათს დილით უნდა გამოცხადდნენ, რადგან დასწრება აღირიცხება და გაცდენები არასაპატიოდ ჩაითვლება.

სკოლებში გაკვეთილების ნაცვლად ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება, რომელშიც წამყვან როლს სწორედ მოსწავლეები ითამაშებენ.

17 ნოემბერს დაიკეტება საბერძნეთის ყველა უნივერსიტეტი, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება. არ იმუშავებენ როგორც მოსწავლეთა და სტუდენტთა გადამზადების, ასევე უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება სამშაბათს, 18 ნოემბერიდან.

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის იუბილე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, სტუდენტები გვირგვინებით ამკობენ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას და მთელი ქვეყნის მასშტაბით სამახსოვრო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *