Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვრცელდება ტრაგიკული შემთხვევის დეტალები, რომელმაც 19 წლის რაფაელის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვრცელდება ტრაგიკული შემთხვევის დეტალები, რომელმაც 19 წლის რაფაელის სიცოცხლე იმსხვერპლა

მწუხრმა მოიცვა სოფელი ტიბაკის მოსახლეობა 19 წლის რაფაელის გარდაცვალების ამბავის გავრცელების შემდეგ, რომლის სიცოცხლეს საწვრთნელ ბაზაზე ოთხშაბათს, 26 ნოემბერს დილით ხელყუმბარის აფეთქებამ იმსხვერპლა.

უბედური შემთხვევა ეროვნული რეზერვის მე-6 სპეციალურ ბატალიონში ყუმბარის სროლის სასწავლო წვრთნების დროს მოხდა.

“წვრთნების მეორე დღეს გადიოდა. ორშაბათს გამოვცხადდით პირველად, გუშინ მე წამოვედი და მარტო დავტოვე.  პარასკევს უნდა ჰქონოდა დასვენების დღე. იმის შემდეგ რაც მოხდა ვერავინ დაგვეხმარება. მე ჩემი შვილი დავკარგე. ახლა მხოლოდ ღმერთი თუ შეძლებს ჩემს დახმარებას. ახლა რაც მადარდებს არის ის რომ ჩემი შვილის ცხედარი მაინც მომისვენონ სახლში.” – განაცხადა გარდაცვლილის მამამ. 

რაფაელის ოჯახი აცხადებს რომ ბიჭი მოუთმენლად ელოდებოდა წვრთების დაწყებას. 

19 წლის ბიჭს ხელყუმბარა იარაღაის არასწორად გამოყენების შედეგად აუფეთქდა ხელში. 

შეგახსენებთ, რომ მოულოდნელი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 39 წლის სერჟანტიც, რომელსაც იდაყვის ამპუტაცია დასჭირდა და ტანისა და კიდურების არეში მოტეხილობები აღენიშნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *