Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ვის ეკუთვნის კომპენსაცია სათვალის ან ლინზების შეძენის შემთხვევაში

ვის ეკუთვნის კომპენსაცია სათვალის ან ლინზების შეძენის შემთხვევაში

ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია სახელმწიფო დაზღვევის მქონდე პირებს ფინანსური კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს სათვალის ან კონტაქტური ლინზების შეძენის შემთხვევაში. აღნიშნულ პროდუქტებში გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება ელექტრონული განცხადებების გაკეთების შედეგად ხდება ორგანიზაციის ვებსაიტის მეშვეობით.

თანხა კი, რომელიც დაზღვეულ პირს ეკუთვნის განაცხადის გაკეთების შემდეგ მის ბანკის ანგარიშზე აისახება.

ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია 100 ევრომდე თანხას ანაზღაურებს სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირთათვის. 

სათვალეების ჩარჩოს გამოცვლა კომპენსაციის მიღებით შესაძლებელია ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო ლინზების 2 წელიწადში ერთხელ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არის შესაძლებელი ლინზებისა და სათვალეების შეძენისას ორივე პროდუქტისთვის კომპენსაციის მიღება. 

ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია კომპენსაციას აძლევს შემდეგ სალაროებში დაზღვეულ მოსახლეობას:  ΙΚΑ , ΟΓΑ, ΟΑΕΕ, ΟΠΑΔ, ΤΥΔΚΥ, ΝΑΤ, ΤΑΥΤΕΚΩ, ΕΤΑΑ, ΕΤΑΠ-ΜΜΕ, ΛΙΜΕΝΙΚΟ.

რა არის საჭირო კომპენსაციის მისაღებად განაცხადის შესავსვებად?

  • Taxisnet-ის კოდები,
  • ამკა,
  • სათვალის ან ლინზების შეძენის ქვითარი, 
  • სათვალის მაღაზიიდან ცნობა,
  •  ცნობა ბანკიდან, რომელზეც აღნიშნულია პირის საბანკო ანგარიში IBAN-ი
  • მობილურის ნომერი

განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ აქ: https://eopyy.gov.gr/

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *