Latest news
ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ... 15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია - გამოცხადდა წითელი კოდი
კვირა, აგვისტო 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა

ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა

ბერძენმა მსახიობმა ალექსანდროს ბურდუმისმა გაიხსენა, როგორ შეასრულა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის, როლი კოსტა გავრასის 2019 წლის ფილმში „ზრდასრულები ოთახში“ (Adults in the Room).

მსახიობის თქმით, ეს როლი მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მან გაიხსენა კასტინგის პროცესი და ის მომენტი, როდესაც რეჟისორმა კოსტა გავრასმა დაურეკა და აცნობა, რომ ციპრასის როლს შეასრულებდა.

„ტელეფონით რომ მითხრა, კინაღამ სიხარულისგან ავარიაში მოვყევი. მითხრა, ვარუფაკისის წიგნი წაიკითხეო და შემდეგ როლიც შემომთავაზა“, –  იხსენებს მსახიობი.

თავდაპირველად ბურდუმისს როლის შესახებ ინფორმაციის გამხელის უფლება არ ჰქონდა. როგორც ამბობს, ამის შესახებ პირველებმა მისმა მშობლებმა შეიტყვეს.

როლისთვის მსახიობმა ალექსის ციპრასის საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების მრავალი ჩანაწერი ნახა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მის საუბრის მანერას, ჟესტებსა და სახის გამომეტყველებას.

ბურდუმისის თქმით, პოლიტიკოსის როლის შესრულებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა იმალება ადამიანის სიტყვებისა და გარეგნული სიმშვიდის მიღმა.

მსახიობი იხსენებს ციპრასის 2015 წლის რეფერენდუმის წინ გაკეთებულ მიმართვასაც და ამბობს, რომ მის გამომეტყველებაში გარკვეული დაძაბულობისა და შფოთვის დანახვა შეიძლებოდა.

მისი შეფასებით, ასეთი დეტალები მსახიობს პერსონაჟის უფრო რთული და მრავალმხრივი სახის შექმნაში ეხმარება.

ბურდუმისმა აღნიშნა, რომ ალექსის ციპრასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონია. მისი თქმით, ფილმის გადაღებების პერიოდში თავადაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის კრიტიკის ობიექტი გახდა.

მსახიობმა აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფილმის ოფიციალურ ჩვენებას არ დაესწრო.

„ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, რომ ის ფილმის სანახავად ოფიციალურ ჩვენებაზე არ მოვიდა. ასეთი დიდი რეჟისორი შენზე ფილმს იღებს, განა ეს პატივი არ არის?“ – განაცხადა ბურდუმისმა.

ფილმი „ზრდასრულები ოთახში“ ეფუძნება ყოფილი ფინანსთა მინისტრის, იანნის ვარუფაკისის, წიგნს და 2015 წლის საბერძნეთის კრიზისის პერიოდში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ასახავს.

ბურდუმისის შეფასებით, კოსტა გავრასმა ციპრასი ფილმში წარმოაჩინა როგორც ადამიანი, რომელიც რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში გარკვეულწილად შეზღუდული იყო და მძიმე არჩევანის წინაშე იდგა.

ფილმის ცენტრში სწორედ ეს დილემაა: რამდენად შეუძლია პოლიტიკურ ლიდერს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მის წინაშე ქვეყნის მომავალი და უზარმაზარი საერთაშორისო ზეწოლა დგას.

„ზრდასრულები ოთახში“ 2019 წელს გამოვიდა. ეს არის კოსტა გავრასის ფრანგულ-ბერძნული პოლიტიკური დრამა, რომელიც 2015 წლის საბერძნეთის კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდს ასახავს და მაყურებელს დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების სამყაროში ამოგზაურებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *