Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

1 დეკემბერს შეძლებთ Cyber Monday-ს ფარგლებში ფასდაკლებებით ისარგებლოთ

1 დეკემბერს შეძლებთ Cyber Monday-ს ფარგლებში ფასდაკლებებით ისარგებლოთ

ელექტრონული ფასდაკლებების დღის მოახლოვებასთან ერთად მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია მოქალაქეებს ახსენებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ შენაძენების გაკეთებას და ინფორმირდნენ სწორად, სანამ საბანკო ანგარიშებიდან ტრანზაქციებს განახორციელებენ.

როგორც შესაბამის განცხადებაშია ნათქვამი, მომხმარებელთა გაზრდილი აქტივობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის თაღლითებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლების ფული მიითვისონ პროდუქტების გაგზავნის გარეშე.

სად უნდა ვიყოთ ფრთხილად:
ფასდაკლებები, რომლებსაც შეცდომაში შევყავართ – ხშირად მაღაზიები საწყის ფასს ხელოვნურად ზრდიან, რომ შეთავაზება უფრო სახარბიელო გამოჩნდეს.

პროდუქტის არასრულყოფილი აღწერა – ასეთ დროს შესაძლებელია მომხმარებელმა გამოწეროს პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება მის მოთხოვნებს.

დაფარული დამატებითი ხარჯები გამოწერისას – შეთავაზებულ ფასებში ხშირად არ შედის გაგზავნის საფასური და სხვადასხვა საგადასახადო დანამატები.

შეფერხებები და დაგვიანებები შეკვეთილი ნივთების მიწოდებისას – გადაჭარბებული მოთხოვნა პროდუქციაზე იწვევს შეკვეთების მიტანის დღეების გაზრდას.

არასერთიფიცირებული გვერდები – მოერიდდეთ არასერთიფიცირებული ვებ გვერდებიდან პროდუქციის შეძენას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *