Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძნეთი: ხანშიშესული მძღოლები მართვის მოწმობების გადავადებას ნაცნობი ექიმების დახმარებით ვეღარ შეძლებენ

საბერძნეთი: ხანშიშესული მძღოლები მართვის მოწმობების გადავადებას ნაცნობი ექიმების დახმარებით ვეღარ შეძლებენ

ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას გეგმავენ პასუხისმგებელი ორგანოები საგზაო მოძრაბის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონში.

ცვლილებათაგან ერთ-ერთი ხანშიშესულთათვის მართვის მოწმობების გადავადების პროცედურის გამკაცრებაა და ამასთანავე იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც მოტოციკლეტებისთვის, რათა ტრანსპორტი არ დაიქოქოს მანამ, სანამ მოტოციკლეტისტი ჩაფხუტს არ დაიხურავს.

დღესდღეობით ხანშიშესულ პირთათვის მართვის მოწმობის განახლებისთვის საკმარისია ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა. აღნიშნული პირები ხშირად ნაცნობი ექიმების დახმარებით ახერხებენ უპრობლემოდ გადაავადონ მართვის მოწმობები.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს პროცესისთვის ელექტრონული მიმართულების მიცემას, სადაც იდიკას დახმარებით წვდომა ექნება პასუხისმგებელ ორგანოებს არამხოლოდ კონკრეტულ სამედიცინიო ცნობაზე, არამედ პაციენტის სრულ ისტორიაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *