Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რა გახდა 37 წლის სტელიოსის გარდაცვალების მიზეზი – საბედისწერო ლაშქრობა ხეობაში

რა გახდა 37 წლის სტელიოსის გარდაცვალების მიზეზი – საბედისწერო ლაშქრობა ხეობაში

ძალიან უყვარდა ბუნება და ყოველთვის ცდილობდა შეესწავლა მისი ყველაზე დაფარული ნაწილიც კი. ხშირად ნახავდით როგორც უმაღლეს მწვერვალებზე, ასევე გამოქვაბულებსა და ველურ ბუნებაში გაჭრილს. მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის სტელიოსი საკმაოდ გამოცდილი მთამსვლელი და მოლაშქრე იყო მისი გასეირნება კუნძულ კრეტაზე, აბას ხეობაში საბედისწერო აღმოჩნდა.

სამაშველო ოპერაცია, რომელიც მის გადასარჩენად 7 დეკემბერს შუადღეს დაიწყო, ორშაბათს, 8 დეკემბერს დასრულდა.

37 წლის სტელიოსი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს ჩიხიდან და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს.

ახალგაზრდა აბას ჩანჩქერიდან დაშვებისას დაშავდა. სასწრაფოში თავად დარეკა და ექიმებს უთხრა რომ ფეხისა და ნეკნების არეში იყო დაშავებული. ადგილი, სადაც დაშავებული იყო საკმაოდ რთული მისადგომი აღმოჩნდა მაშველებისთვის და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მთელი 1 დღე დაშავებულის ხევიდან ამოსაყვანად. 

აღნიშნულ ადგილზე ვერ შეძლო ჩასვლა ვერც ვერტმფრენმა, შესაბამისად საჭირო გახდა ძალიან ნელი თუმცა შედეგიანი სამაშველო ოპერაციის ჩატარება. სამწუხაროდ 37 წლის სტელიოსმა ვერ გაუძლო ხანგრძლივ ლოდინს, სიცივეს და მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *